კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, მიესალმება იმ ოპერატიულობას და სწრაფ ტემპს, რომლითაც საქართველო მუშაობს ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, დავით ბაქრაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ზუსტი დეტალები, მათ შორის, რაზე იქნება კონცენტრირებული ტრენინგები, რა დანაყოფები იქნება, რა მოცულობის იქნება.
"აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს საშუალებას მისცემს საბოლოოდ განსაზღვროს ადგილმდებარეობა, სად განთავდება სასწავლო ცენტრი და როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე ვარიანტი არსებობს", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე ინფორმაციით, ამ თემებთან დაკავშირებით საქართველოში ნატო-ს ექსპერტების ვიზიტი შედგება.
რაც შეეხება უელსის სამიტზე საქართველოსთვის გადმოცემულ არსებით პაკეტს, აპატურაის განცხადებით, თანამშრომლობა ნაყოფიერად მიდის როგორც საქართველოს, ასევე ნატო-ს მხრიდან.