რუსეთზე სამხედრო უპირატესობის დამყარებას ვერავინ შეძლებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ჰყავს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ამავდროულად, მრისხანე არმია.
"ჩვენი თავისუფლების დასაცავად ჩვენ გვეყოფა ძალაც, ნებაც და მამაცობაც", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ამასთან ერთად, რუსეთი მომავალშიც ითანამშრომლებს დანარჩენ მსოფლიოსთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"მაგრამ ამავდროულად მყარად და გარანტირებულად უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთს შეუძლია არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას კრემლში ათასზე მეტი ადამიანი ესწრება, მათ შორის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მთავრობის წევრები, ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები. დარბაზში იმყოფება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც.