ამერიკელი მეგობრები, პირდაპირ ან კულისებიდან, ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ურთიერთობებზე მეზობლებთან

ამერიკელი მეგობრები, პირდაპირ ან კულისებიდან, ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ურთიერთობებზე მეზობლებთან

ამერიკელი მეგობრები, პირდაპირ ან კულისებიდან, ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ურთიერთობებზე მეზობლებთან, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

"შემთხვევით არ მიხსენებია ამერიკელი მეგობრები, რამდენადაც ისინი, პირდაპირ ან კულისებიდან, ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ურთიერთობებზე მეზობლებთან. ხანდახან არც კი იცი, ვისთან სჯობს საუბარი – ზოგიერთ ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან თუ პირდაპირ მათ ამერიკელ მფარველებთან და სპონსორებთან", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე საერთოდ არ ყოფილა დიალოგი რუსეთთან.

"გვითხრეს, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის, სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, ჯანდაბაში გაგვგზავნეს. ჩვენ ვთქვით, მაშინ კარგი – თუ თქვენ არ გინდათ ჩვენთან დიალოგის წარმოება, მაშინ ჩვენ იძულებული ვართ, ჩვენი კანონიერი უფლებები ცალმხრივად დავიცვათ და არ გადავიხდით, ჩვენი შეფასებით, არასწორი პოლიტიკის გამო", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ იმ ფაქტმა, რომ ხელშეკრულება რატიფიცირებულია, თუმცა მისი ამოქმედება გადაიდო, ადასტურებს, რომ რუსეთი ამ პროცესში მართალი იყო.

"ვსვამთ კითხვას – აბა, რისთვის მოაწყვეთ სახელმწიფო გადატრიალება? რატომ ხოცავენ ხალხს? რატომ გააკოტრეთ ქვეყანა? ახლა პოლიტიკანობა კი არა, უკრაინის ეკონომიკისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაა საჭირო, რეფორმების გზით, თუმცა რაღაც ვერ ვხედავ, რომ ამერიკელები ამის გაკეთების სურვილით იწვოდნენ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.