რუსეთისთვის ყირიმს უდიდესი საკრალური მნიშვნელობა აქვს

რუსეთისთვის ყირიმს უდიდესი საკრალური მნიშვნელობა აქვს

რუსეთმა საქმით დაადასტურა, რომ შეუძლია თავისი თანამოქალაქეების, სიმართლისა და სამართლიანობის დაცვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისთვის ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, წელს როგორც იქნა მოხდა ყირიმისა და სევასტოპოლის ისტორიული შეერთება რუსეთისთვის.

"ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის ამ მოვლენას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს და თვითონ ტერიტორიაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. რუსეთისთვის ყირიმს უდიდესი საკრალური მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის პატივისცემით იქნება გამსჭვალული მოძმე უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენიტეტის მიმართ.