აპარტურაიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან მეტ სტაბილურობასა და დაფიქრებას ელოდება

აპარტურაიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან მეტ სტაბილურობასა და დაფიქრებას ელოდება

ჯეიმს აპატურაი თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდა, რომ არათუ რაიმე ცვლილებაა პოლიტიკურ კურსში, არამედ ტექნიკურ დონეზე ყველა საკითხი მიდის და ვითარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალირ მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხვავადასხვა საკითხებს შორის საუბარი შეეხო დემოკრატიული რეფორმების პროცესს და, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს.

"როგორც აპატურაიმ აღნიშნა, სამინისტროში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდა, რომ არათუ რაიმე ცვლილებაა პოლიტიკურ კურსში, არამედ ძალიან ტექნიკურ დონეზე ყველა საკითხი და თემა მიდის, ვითარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო და როგორი მოლოდინი იყო. თუმცა აპარტურაიმ აღნიშნა, რომ შიდა პოლიტიკური ცხოვრება შიდა პოლიტიკური ცხოვრებაა და ქართველებისა და მათ შორის, პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტია, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან მეტ სტაბილურობასა და მეტ დაფიქრებას ელოდება ისეთ დროს, როდესაც მსგავსი საკითხები ხდება ხოლმე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ 2016 წელი არის ძალიან მნივნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. 2016 წლის გაზაფხულზე ნატო-ს მორიგი სამიტია დაგეგმილი, ამ დროისთვის უკვე განხორციელებული პროექტების, მათ შორის, სასწავლო ცენტრისა და სხვა ღონისძიებების თაობაზე ნატო ჩვენი მხრიდან პროგრესს ელის. მეც ვუთხარი, რომ 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენ მმართველი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირნათლად შევხვდეთ იმ მნიშვნელოვან მოვლენას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.