საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის დრო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
ელმარ ბროკის განცხადებით, ნატო-ს ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ყველა წევრი ქვეყნის სანდო დაცვის მიზნით ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება.
"უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ პოლიტიკური და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმას, რათა ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს და საგარეო ბაზარზე მათი ინტეგრაცია მოხდეს. დებატები ამ ქვეყნების ნატო-ს წევრობაზე კონტრპროდუქტიულია", - განაცხადა ელმარ ბროკმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილება არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, არამედ მას სჭირდება ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა. მისივე განმარტებით, ყოველმა გაფართოებამ უნდა გააძლიეროს ალიანსის თანმიმდევრულობა და თავდაცვითი შესაძლებლობები.