ლუგანსკში რაიონული ადმინისტრაციის შენობა დაცხრილეს

ლუგანსკში რაიონული ადმინისტრაციის შენობა დაცხრილეს

ლუგანსკის ოლქში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" რაიონული ცენტრი "გრადის" ტიპის ცეცხლსასროლიდან რამდენჯერმე დაცხრილეს.

თავდასხმების შედეგად 5 სახლი და ადმინისტრაციული შენობაა დაზიანებული. ასევე დაზიანებულია მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც მოსახლეობა ცენტრალური გათბობის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობას არც ელექტროენერგია მიეწოდება.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.