ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშასთან ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. ამის მიზეზი ავტოავარია გახდა. ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ტრაილერი ხევშია გადავარდნილი.
ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.