Transparency International-ის 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 50-ე ადგილზეა

Transparency International-ის 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 50-ე ადგილზეა

Transparency International-ის 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), 175 ქვეყნიდან, საქართველო 52 ქულით 50-ე ადგილზეა. 
აღნიშნული კვლევით, ქვეყნის საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონე იზომება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საქართველო ამავე კვლევაში 55-ე ადგილზე იმყოფებოდა და მდგომარეობა 5 პოზიციით გაიუმჯობესა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, 2014 წელს ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა დანია. ხეთეულში ასევე არიან: ახალი ზელანდია, ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობას" კვლევის მიხედვით, კორუფქციის არქმის ინდექსში სომხეთი 94-ე ადგილზეა, თურქეთი - 64-ე; რუსეთი – 136-ე, უკრაინა -142 -ე, აზერბაიჯანი – 126-ე. 

ბოლო, 174-ე ადგილებს ჩრდილოეთ კორეა და სომალი იკავებენ.