აქციის მონაწილეებმა კახა კალაძე შეძახილებით გააცილეს

აქციის მონაწილეებმა კახა კალაძე შეძახილებით გააცილეს

სასტუმრო "ძველ თბილისთან" შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შეძახილებით ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გააცილეს. 

აქციის მონაწილეებმა დეპუტატ ზვიად ძიძიგურის მსგავსად კახა კალაძესაც დაპირებები შეახსენეს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კალაძის მისამართით იძახდნენ: "გოლი, გოლი". 

კახა კალაძე "ძველ თბილისში" ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ღონისძიებას დაესწრო. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ლარის გაუფასურებას, საკვები პროდუქტების გაძვირებას და მოითხოვენ დაპირებული 220-ლარიანი პენსიის გაცემას. 

აქციის მონაწილეები "ძველი თბილისის" შესასვლელთან ნოდარ ხადურის გამოსვლას ელოდებიან.