აქციის მონაწილეები ზვიად ძიძიგურს - დოლარს ხომ არ დაგვიხურდავებთ

აქციის მონაწილეები ზვიად ძიძიგურს - დოლარს ხომ არ დაგვიხურდავებთ

ასტუმრო "ძველ თბილისთან" შეკრებილი აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურს შეძახილებით შეხვდნენ. 

აქციის მონაწილეებმა ძიძიგურს დაპირებები შეახსენეს. მათი შეძახილები ასეთი იყო: "დოლარს ხომ არ დაგვიხურდავებთ, სად არის უფასო ფული, სად არის გაზრდილი პენსია, სად არის თქვენი დაპირებები". 

ძიძიგურმა სასტუმრო "ძველი თბილისის" ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. აქციის მონაწილეები "ძველი თბილისის" ეზოსთან იმყოფებიან, სადაც ცენტრალური შესასვლელია. 

პოლიციამ აქციის მონაწილეები უსაფრთხოების გამო ორად გაყო და კორიდორია გაკეთებული. ისინი ლარის გაუფასურებასა და საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. 

"ძველ თბილისში" იმყოფებიან ნოდარ ხადური და კახა კალაძე. აქციის მონაწილეები მათ გამოსვლას ელოდებიან.