ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების სურვილს ნანა ყეინიშვილი გამოთქვამს

ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების სურვილს ნანა ყეინიშვილი გამოთქვამს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ნანა ყეინიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დანიშვნის სურვილს გამოთქვამს. 

როგორც „ინფო 9“-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ნანა ყეინიშვილმა ვიცე-სპიკერის თანანმდებობის დაკავების სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც მმართველ გუნდში ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის შესაძლო გადაყენებაზე დაიწყეს საუბარი. 

წყაროს ცნობით, ყეინიშვილმა საკუთარი სურვილი გაუმხილა როგორც უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს; ასევე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ზვიად კვაჭანტირაძეს.

იქედან გამომდინარე, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია დატოვეს, ზურაბ აბაშიძეს, შესაძლოა, ვიცე-სპიკერის პოსტიდან წასვლა მოუწიოს, რადგან ის აღნიშნულ თანანმდებობას უმრავლესობის კვოტით იკავებს. ამ ეტაპზე, ზურაბ აბაშიძის საკითხზე საუბარი უმრავლესობაში არ არის, მაგრამ როოგრც მმართველ გუნდში აცხადებენ, ეს თემა უახლოეს მომავალში გააქტიურდება.