მიხეილ უკლება გადადგა?

მიხეილ უკლება გადადგა?

გავრცელებული ინფორმაციით უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ თანამდებობა დატოვა და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. სავარაუდო ინფორმაციით მიზეზი უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის საკითხი გახდა.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია კიდევ რამდენიმე ქართველის თანამდებობაზე შესაძლო დანიშნვის შესახებაც. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის დადასტურებული.