„მემარცხენე ალიანსი“:  დღეს ევროკავშირი არის დანგრევის პირას მყოფი დეგრადირებული გაერთიანება და სასწრაფოდ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ხაფანგს, თუ გვინდა, რომ საქართველომ ღირსეული არსებობა გააგრძელოს

„მემარცხენე ალიანსი“: დღეს ევროკავშირი არის დანგრევის პირას მყოფი დეგრადირებული გაერთიანება და სასწრაფოდ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ხაფანგს, თუ გვინდა, რომ საქართველომ ღირსეული არსებობა გააგრძელოს

მარტივი კითხვა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან - რატომ აგრძელებთ საზოგადოების მოტყუებას და ცრუ დაპირებებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის?“- ნათქვამია პოლიტიკური პარტიის მემარცხენე ალიანსი“ განცხადებაში.

პარტიის წარმომადგენლებმა კახა ძაგანიამ და სოსო შატბერაშვილმა საზოგადოებას პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინეს. 

მათ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილეს გლობალურ, პოლიტიკურ მოვლენებზე, ამ პროცესებში საქართველოს მიმართ არსებულ ზეწოლაზე და ასევე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე. 

რატომ აგრძელებთ ისევ იმ საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომელიც ზუსტად ვიცით - ქვეყანას არათუ სიკეთეს არ მოუტანს, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს? რატომ არ ამბობთ სიმართლეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, სადაც არავინ გველოდება, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცევა, ხოლო ჩვენი სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება? ევროკავშირი დღეს არის კოლონიების გაერთიანება და არა თავისუფალი ქვეყნების კავშირი, სადაც ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებს სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, არის უნგრეთი...ხელისუფლება კი ბედავს და ქართველ ხალხს ისევ ილუზიებში ამყოფებს, რომ თითქოს ჩვენი ხსნა არის ევროკავშირში გაწევრიანება.

დღეიდან ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი საზრუნავი სწორედ ტყუილი ევროპული პერსპექტივის“ წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ჩავალთ ყველა სოფელში და დაბაში, შევხვდებით ყველა ქართველს და ავუხსნით, რომ ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს. პარალელურად ვაწარმოებთ აქტიურ კამპანიას, რომლის მიზანი იქნება ერთადერთი რამ - ქართველ ხალხს ვუთხრათ სიმართლე და ვაჩვენოთ საზოგადოებს რეალური მოცემულობა - დღეს ევროკავშირი არის დანგრევის პირას მყოფი დეგრადირებული გაერთიანება და სასწრაფოდ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ხაფანგს, თუ გვინდა, რომ საქართველომ ღირსეული არსებობა გააგრძელოს.“-აღნიშნულია განცხადებაში.