თედო ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებით უკრაინის მთავრობის დაინტერესებას

თედო ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებით უკრაინის მთავრობის დაინტერესებას "დიპლომატიურ ჩავარდნას" უწოდებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებით უკრაინის მთავრობის დაინტერესებას "დიპლომატიურ ჩავარდნას" უწოდებს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, უფრო ადეკვატური უნდა ყოფილიყო ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში საქართველოდან მიდიოდა.
"თუ უკრაინას ჯერ კიდევ ვერ გაუგია რა მოხდა 2012 წელს, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს მთავრობამ ქართველ ხალხს, მე ამას ვუწოდებდი დიპლომატიურ ჩავარდნას. უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო კონტაქტები უკრაინასთან - დიპლომატები იქნებოდნენ თუ სხვა სახელმწიფო მოღვაწეები და უფრო ადეკვატური უნდა ყოფილიყო ის ინფორმაცია, რომელიც მიდიოდა საქართველოდან", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.