ჟენევის დისკუსიებს საფრთხე არ ემუქრება

ჟენევის დისკუსიებს საფრთხე არ ემუქრება

მოსკოვში შეშფოთებულები არიან თბილისის მცდელობით, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებული შეთანხმება წარმოაჩინონ ისე, თითქოს ეს ჟენევის დისკუსიებს საფრთხეს შეუქმნის.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

"ყველა განმარტება ასეთი შეშფოთების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით უკვე მოცემულია. კიდევ ერთხელ, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟენევის პროცესს, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი მონაწილე ყველა მხარისთვის, არაფერი ემუქრება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქართული დელეგაცია თავისი განახლებული შემადგენლობით, არ შეეცდება რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, რაც რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირდება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით და არ გამოიწვევს მორიგ უაზრო აურზაურს გამოგონილი მიზეზებით", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.