ამერიკის თავდაცვის მდივნად ობამა ეშტონ კარტერის კანდიდატურას წარადგენს

ამერიკის თავდაცვის მდივნად ობამა ეშტონ კარტერის კანდიდატურას წარადგენს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე აპირებს ეშტონ კარტერის კანდიდატურა წარადგინოს. ამის შესახებ "სი-ენ-ენ"-ი იუწყება. კარტერი 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მდივნის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი პენტაგონის შეიარაღების შესყიდვების სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა გადადგომის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობდა. ახალი მინისტრის დანიშვნამდე, ის თავდაცვის მდივნად რჩება.