სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი სისტემით ოჯახებს ხელოვნურად გაყოფის სტიმული აღარ ექნებათ

სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი სისტემით ოჯახებს ხელოვნურად გაყოფის სტიმული აღარ ექნებათ

სოციალური მომსახურების საააგენტოს ხელმძღვანელის, გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი სისტემით ოჯახებს ხელოვნურად გაყოფის სტიმული აღარ ექნებათ.

როგორც თალაკვაძე განმარტავს, ოჯახის ყველა წევრისთვის თანაბარი ოდენობის თანხა იქნება განსაზღვრული, რაც მათ ხელოვნურად დაყოფას აზრს უკარგავს.

"ამ შემთხვევაში მთავარია მოსახლეობის რაოდენობა და არა ის, ხელოვნურად დაყოფილი ოჯახების რაოდენობა იზრდება თუ მცირდება. წინასწარი სტატისტიკით, მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 40 ათასით იზრდება და ეს ბავშვის ბენეფიტის გარეშე ხდება. ბავშვის ბენეფიტით კი თითქმით ორმაგდება. ამ ახალი მეთოდოლოგიით მთავარია ის, რომ ოჯახებს აღარ ექნებათ ხელოვნურად დაყოფის სტიმული. დღეის მდგომარეობით, ოჯახის პირველი წევრი 60 ლარს იღებს, მეორე წევრი კი 48 ლარს. ანუ, თუკი ოჯახი არის ორსულიანი, მას აქვს სტიმული, რომ ხელოვნურად გაიყოს და ორივემ 60-60 ლარი მიიღოს, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით, ოჯახის ყველა წევრისთვის არის ერთი და იგივე თანხა, შესაბამისად, ოჯახების ხელოვნურად დაყოფას არავითარი აზრი არ ექნება", - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს სოციალურად დაუცველთა კრიტერიუმების ახალი მეთოდოლოგია წარუდგინეს.