უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დღის ბოლომდე მოხდება; პრემიერ-მინისტრი კოალიციის შეთავაზებას ეცნობა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა უმაღლეს რადაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ერთიანი უნდა იყოს კოალიციის ყველა ფრაქციისთვის. იაცენიუკის განცხადებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დღის ბოლომდე მოხდება.
პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერმა, იური ლუცენკომ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში სამი მინისტრი უცხოეთის მოქალაქეა, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭებათ.