უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სამ უცხოელ სპეციალისტს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.
ინფორმაცია ამის შესახებ პოროშენკომ სოციალურ ქსელებში - twitter-სა და Facebook-ში საკუთარ გვერდზე განათავსა.
"მოვაწერე ხელი სამი უცხოელი სპეციალისტისთვის – ნატალია იარესკოს, ალექსანდრე კვიტაშვილისა და აივარას აბრამოვიჩუსისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას ", - წერს პოროშენკო.
ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იმით ხსნის, რომ უკრაინას სასიცოცხლოდ სჭირდება რეფორმები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.