რამდენიმემეტრიანი თოვლის გამო, გოდერძის უღელტეხილზე გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა

რამდენიმემეტრიანი თოვლის გამო, გოდერძის უღელტეხილზე გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა

როგორც “პირWელს” საგზაო დეპარტამენტიდან აცნობეს, ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეჩერებულა, შეფერხებებია სასოფლო გზებზე.

ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში ელექტროენერგია 5 000 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა სამუშაოების დასრულება.

გზის გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდება შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.