თამარ ბერუჩაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

თამარ ბერუჩაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე.

მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. "ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2015 წლიდან ავღანეთის "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს.