უკრაინის რადაში ის ადგილები აკურთხეს, სადაც

უკრაინის რადაში ის ადგილები აკურთხეს, სადაც "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენლები ისხდნენ

უკრაინის რადაში ის ადგილები აკურთხეს, სადაც "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენლები ისხდნენ. როგორც უკრაინული მედია იუწყება, სასულიერო პირმა სკამებს ნაკურთხი წყალი მიასხა.

რადაში მღვდელი, პარტია "თავისუფლებას" დეპუტატებმა მიიწვიეს. სწორედ მათ აქვთ ის ადგილები დაკავებული, სადაც წინა მოწვევის პარლამენტში "კომუნისტური პარტიის" დეპუტატები ისხდნენ.

"აუციელებლი იყო ამ ადგილის კომუნისტური სულისგან, ფაქტობრივად უწმინდური სულებისგან განწმენდა", - განაცხადა დეპუტატმა პარტია "თავისუფლებიდან" იური ბუბლიკმა.