დავით უსუფაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

დავით უსუფაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში უილიამ ლაჰიუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ამაღლების თემებს, ასევე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით თბილისს მიმდინარე კვირაში ეწვევა.