ლინას ლინკევიჩუსი:  რაც აფხაზეთში ხდება, ყირიმის სცენარის გამეორებაა

ლინას ლინკევიჩუსი: რაც აფხაზეთში ხდება, ყირიმის სცენარის გამეორებაა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის,  ლინას ლინკევიჩუსის შეფასებით,  რაც დღეს აფხაზეთში ხდება,  ყირიმის სცენარის გამეორებაა. ამის შესახებ ლინას ლინკევიჩიუსმა ბრიუსელში,  ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა.

"ის, რაც აფხაზეთში ხდება,  შეიძლება ითქვას, რომ ყირიმის სცენარის გამეორებაა, ამ პროცესის შედეგია აფხაზეთის ანექსია. ეს არის საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესში მეტი სირთულეების შექმნა. მჯერა, რომ მთავრობაში ცვლილებების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებებს იმავე ენერგიით რეფორმებს. ვისურვებდით, რომ მათ იფიქრონ მნიშვნელოვან გზავნილზე, კერძოდ, კოალიციაში არ არსებობენ იდიალური პარტნიორები, არამედ არსებობენ იდეალური მეტოქეები", - აღნიშნა ლინკევიჩიუსმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს ”ტელეიმედი" ავრცელებს.