მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს საბიუჯეტო დაფინანსება ეზრდება

მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს საბიუჯეტო დაფინანსება ეზრდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საბიუჯეტო დაფინანსება ეზრდება. დაფინანსების ზრდა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტშია ასახული, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებულია დამატებით 800 ათასი ლარი, ჯამში - სულ 9 მილიონ 800 ათასი.

2015 წლისათვის გაცილებით მეტი ოდენობით იზრდება მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, რაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში თავიდანვე აისახა. კერძოდ, 2014 წლისათვის მთავრობის ადმინისტრაციის ასიგნება 20 მილიონი ლარი წარმოადგენდა, 2015 წლის საბიუჯეტო პროექტით კი, გათვალისწინებულია 32 მილიონ 500 ათასი ლარი. იზრდება მთავრობის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხოვნობაც.

აღნიშნულ ზრდას ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში ეკონომიკური საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნით ხსნის.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტშია. მისი დამტკიცების თარიღი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, დეკემბრის მესამე პარასკევი არის ბოლო დღე, როცა ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება უნდა მოხდეს.