მთავრობის სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკით ევროკავშირისა და აშშ-ს მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ

მთავრობის სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკით ევროკავშირისა და აშშ-ს მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მთავრობის სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკით ევროკავშირისა და აშშ-ს მოქალაქეებს უამრავი პრობლემები შეექმნათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ საკანონმდებლო და საკონსტიტუციოს წინადადებას, რომელიც საქართველოში სავიზო და საიმიგრაციო პრობლემებს მოაწესრიგებს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს ბევრ თანამემამულეს, რომლების სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ს მოქალაქეები არიან ახლანდელი მთავრობის იზოლაციონისტური და უგუნური სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად უამრავი პრობლემა შეექმნათ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რომელიც აღნიშნული საზიანო რეგულაციების ავტორია, არ გამოხატა ამ პრობლემების მოგვარების მზაობა და მიზეზად და მთავარ პრობლემად პარლამენტში "ხმების პრობლემა" დაასახელა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს ნებისმიერ საკანონმდებლო, მათ შორის, საკონსტიტუციო წინადადებას, რომელიც მოაგვარებს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას და საქართველოში მოღვაწეობას გაუადვილებს ათასობით ჩვენს თანამემამულეს", - ნათქვამია მიხეილ მაჭავარიანის განცხადებაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.