თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველი ლედის პატრონაჟით იმართება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველი ლედის პატრონაჟით იმართება

საქართველოს პირველი ლედი თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას დაესწრო. კინოთეატრში "ამირანი" ირანელი კინორეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ფილმის "პრეზიდენტი" ჩვენება გაიმართა. ფილმში, რომელიც ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუთეთესოდ აღიარეს და მთავარი პრიზი, "ოქროს ჰუგო" დაიმსახურა, 50-მდე ქართველი მსახიობი მონაწილეობს და ის  საქართველოშია გადაღებული.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილია საუკეთესო ფილმები როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის პრიზია „ოქროს პრომეთე", რომლითაც გამარჯვებული ფილმი დაჯილდოვდება. ფესტივალი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ფილმების ჩვენების გარდა, იმართება პროფესიული  შეხვედრები, დისკუსიები, რომლებიც საქართველოში ამ დარგის განვითარებასა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ ფესტივალი ყოველ წელს ირჩევს ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებს, რომელსაც მისი მესვეურები კონკრეტულ ფერით გამოხატავენ. წელს ფესტივალი ეკოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება და მწვანე ფერისაა.

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც  6 დეკემბერს უმბერტო პაზოლინის ფილმით „წყნარი ცხოვრება" დასრულდება, პირველი ლედის პატრონაჟით იმართება.