მთავრობაში უცხოელების დანიშვნისას მათ საქმიანობაზე პასუხი იმან უნდა აგოს, ვინც კანდიდატურები წამოაყენა

მთავრობაში უცხოელების დანიშვნისას მათ საქმიანობაზე პასუხი იმან უნდა აგოს, ვინც კანდიდატურები წამოაყენა

მინისტრთა კაბინეტში უცხოელების დანიშვნის შემთხვევაში, მათ საქმიანობაზე პასუხი იმან უნდა აგოს, ვინც კანდიდატურები წამოაყენა და არა იმან, ვინც დაამტკიცებს, - ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ალექსანდრე ჩერნენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის წევრთა კანდიდატურების უმეტესობაზე დისკუსია მიმდინარეობს და ყველას თანხმობა ჯერ არ მიუცია.

"საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან არც მეგობრული და არც ბიზნეს ინტერესებით. საუბარია საქართველოს, ლიტვის, შეერთებული შტატების მოქალაქეებზე და მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, ვინ წამოაყენებს მათ კანდიდატურებს და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას", - განაცხადა ჩერნენკომ.

მისი თქმით, უცხოელები შესაძლოა დაინიშნონ როგორც მინისტრების მოადგილეებად, ისე კონსულტანტებად იმ უწყებებში, რომლებიც რეფორმირებას საჭიროებს.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღლჩინოსნები თანამდებობებზე ინიშნებიან. ზოგიერთი უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი იქნება, შს მინისტრის მოადგილე კი – ეკა ზღულაძე.