უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანიშვნას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. ტელეკომპანია TV24-ის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მოდიოდა და პოროშენკომ კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანას. სააკაშვილმა დადებითად დაახასიათა ეკა ზღულაძე და ალექსანდრე კვიტაშვილთან დიდი ხნის მეგობრობაზე ილაპარაკა.
"ეს პრემიერ იაცენიუკისა და პრეზიდენტ პოროშენკოს მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯია. თუმცა უცხოელი ამ შემთხვევაში პირობითია, რადგან ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ჩვენ ერთმანეთის გაგრძელება ვართ. მე ნიუ-იორკიდან ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად ჩამოვფრინდი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი. ის ჩემი ძველი მეგობარია და მან ბევრი კარგი რამ გააკეთა. ის ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც კი იყო. ეკა ზღულაძესთანაც დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ის შინაგან საქმეთა მინისტრის კარგი მოადგილე იყო, ბოლოს კი თავად გახდა მინისტრი," - განაცხადა სააკაშვილმა.
296
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85