უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში მაიდნის ანტიკორუფციული კომიტეტის აქტივისტი მოკლეს. სააგანტო LB.ua-ს ინფორმაციით, ალექსანდრე კოსტრენკო საკუთარ სახლში მოკლეს. მისი ავტომობილი კი რეჟისორ იური ომელჩუკის სახლთან იპოვეს.
"გამოძიება მიმდინარეობს. გარდაცვალების მომანტამდე საშა სახელისუფლებო ორგანოებში კორუფციასთან ბრძოლით იყო დაკავებული. ჩემთან ერთად იყო გენერალურ პროკურატურასთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იურიდიულ და პროცედურულ საკითხებში შეუცვლელი კონსულტანტი იყო", - აცხადებს მაიდანის ერთ-ერთი აქტივისტი ანტონ ჩერნიში.