სინოპტიკოსები თბილისში ამაღამ თოვას ვარაუდობენ

სინოპტიკოსები თბილისში ამაღამ თოვას ვარაუდობენ

ძლიერი ქარი თბილისში დღის ბოლომდე შენარჩუნდება, ღამით კი, სინოპტიკოსები თოვას ვარაუდობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, თბილისში ამაღამ და ხვალ კი, თოვლი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერატურა +5 +6 გრადუსი იქნება.

ძლიერი ქარია კახეთში, მტკვრის ხეობაში და გორში, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება.

ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, უმეტესად თოვლის სახით. ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება.