ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის დეპუტატებს მადლობას უხდის

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის დეპუტატებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის დეპუტატებს მადლობას უხდის. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

"საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დასძლია პრეზიდენტის ვეტო. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. მართლაც, ძალიან კარგი დემონსტრირება იყო იმის, რომ დღეს საქართველოში არის დემოკრატია. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამაში საპარლამენტო უმრავლესობის ძალიან დიდი წვლილიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.