ირაკლი ალასანია - ირაკლი ღარიბაშვილთან არაერთი საუბარი მქონდა, რომ გადაწყვეტილებებს არაფორმალური მმართველი იღებს

ირაკლი ალასანია - ირაკლი ღარიბაშვილთან არაერთი საუბარი მქონდა, რომ გადაწყვეტილებებს არაფორმალური მმართველი იღებს

ირაკლი ღარიბაშვილთან არაერთი საუბარი მქონდა, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არაფორმალური მმართველი იღებს, -ამის შესახებ "მაესტროს ცხრიანში" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები უნდა შემცირდეს.

"ინსტიტუტების გაძლიერება ნიშნავს, რომ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები უნდა შემცირდეს. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი მიიღება კონკრეტული პირის მიერ, რომელიც არაფორმალურად არის ქვეყნის მმართველი. ჩვენ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიტანოთ საკანონმდებლო ინიციატივები, რათა ინსტიტუტები გაძლიერდეს", - განახცადა ალასანიამ. 

მისივე თქმით, არაფორმალური მართვის სტილი მხოლოდ პოლიტიკურ გარემოსთან ერთად ბიზნეს გარემოზეც მოქმედებს.

ინსტუტიციებზე საუბრისას ირაკლი ალასანია გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება შეზღუდული უნდა ჰქონდეს. ალასანიას თქმით, თუკი ინიციატივა რეალურად განხორციელდა, ეს იქნება სირცხვილი, უკან დახევა საქართველოს დემოკრატიულობის განვითარების გზაზე და სახელმწიფოებრიობის კუთხით. 
"ეს არ უნდა განხორციელდეს. პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება და აქედან უნდა ამოვიდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ეს იქნება ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის და წინაღობა იქნება ევროპასთან დაახლოების გზაზე", - აღნიშნა ალასანიამ.