ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" თანამშრომლების გაფიცვის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის ავიარეისები არ შესრულდა.
კომპანია "ლუფთჰანზამ" მგზავრები გერმანიაში სხვადასხვა რეისებით გაამგზავრა.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირდაპირ ფრენებს 4 დეკემბრიდან განაახლებენ.