ირანელი მეწარმეები ე.წ. სამხრეთ ოსეთში სოფლის მეურნეობით დაინტერესდნენ

ირანელი მეწარმეები ე.წ. სამხრეთ ოსეთში სოფლის მეურნეობით დაინტერესდნენ

ცხინვალში ირანელი ბიზნესმენები და მეწარმეები იმყოფებიან, რომლებიც ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესდნენ. ამის შესახებ სააგენტო "რესს" ე.წ. მეწარმეთა კავშირის" თავმჯდომარემ მარინა ძიგოევამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ირანელების პირველი ვიზიტია ცხინვალში, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებს. ძიგოევას ცნობით, ირანელები სოფლის მეურნეობით დაინტერესედნენ. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის წინადადებებს შეიმუშავებენ და მუშაობის სფეროებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებიან.

მისივე თქმით, ირანელმა მეწარმეებმა ცხინვალელი კოლეგები ირანში დაპატიჟეს, სადაც მათ ბიზნესის სფეროში სამეწარმეო პირობებსა და ახალ ტექნოლოგიებს გააცნობენ.