უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტ პოროშენკოს დაასახელა.
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილია წარდგენილი, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ვილნიუსის მკვიდრი აივარას აბრამოვიჩუსია, ფინანსთა მინისტრობის - უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ნატალია იარესკო, სოცპოლიტიკის - პავლე როზენკო, ხოლო პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გენადი ზუბკოს კანდიდატურა განიხილება.
ამასთან, უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვას ადასტურებს, რომელიც სავარაუდოდ, შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.