ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის ვიცე-პრემიერად არ დანიშნავენ.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, ექსპერტმა "პირWელთან" საუბარში აღნიშნა, რომ ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუკი დაგეგმილია, რადგან საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთთან სხვა ტიპის ურთიერთობა აქვთ.
"იქნება თუ არა ვიცე-პრემიერი სააკაშვილი, ამან პრემიერის ვიზიტზე გავლენა არ უნდა იქონიოს. თუმცა რასაკავირველია, ვიზიტამდე უკრაინის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მიწოდებული ის ინფორმაცია, რის გამოც ხდება სამართლებრივი დევნა სააკაშვილის და მისი გუნდის ზოგიერთი წევრის, ვინც იქ არიან. ამის მერე უკრაინის ხელისუფლებამ თავადვე უნდა გააკეთოს დასკვნა ამ საქმიდან გამომდინარე. მე ვერ ვხდები რათ უნდათ, ეს უკრაინელებს. მგონია, რომ აქ გარე ძალები, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსია ჩარეული. სააკაშვილს ვიცე-პრემიერობა ალბათ, უფრო იმისთვის სჭირდება, რომ სამართლებრივი დევნისგან უფრო დაცული იყოს" - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ამის გამო ურთიერთობები არ უნდა გაფუჭდეს და საქართველომ უნდა ეცადოს უკრაინასთან ტრადიციული ურთიერთობები შეინარჩუნოს.