გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხს აბსურდის თეატრს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი დანიშვნა მხოლოდ რუსეთს აწყობს.
როგორც ხაინდრავამ "პირWელთან" საუბრისას განაცხადა, თუ ეს ადამიანები უკრაინის მთავრობაში, თანამდებობებზე დაინიშნებიან, მაშინ ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ "უკრაინის ხელისუფლებაში გონება აქვთ დაკარგული".
"ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იქნება იმიტომ, რომ ამაზე მეგობრული ქვეყანა ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ გული შეგვტკივა უკრაინაზე და უკრაინელ ხალხზე. სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენი სტრასბურგის სასამართლოს აქვს გამოტანილი და თუ ასეთი განაჩენის მქონე ადამიანს უკრაინის მთავრობაში დანიშნავენ, ე.ი. იქ ძალიან სერიოზული რუსული გავლენაა. ერთადერთი, ვისაც მსგავსი სიგიჟე და აბსურდი აწყობს, რუსეთია. ამით ბუნებრივია, ორი ქვეყნის ურთიერთობა გართულდება, ისევე როგორც ხალხებს შორის ურთიერთობა გართულდება, რაც ბევრად უფრო უარესია იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ამას ვერ გაიგებს და აბსოლუტურად მართალიც იქნება. ეს ადამიანები იძებნებიან საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამო. თუ უკრაინა ჩათვლის, რომ საქართველოში ძებნილი ბანდიტები, ადამიანები ვინც საქართველო აწამეს და ფაშისტური რეჟიმი ჩამოაყალიბეს საკუთარ ხელისუფლებაში უნდა გაამწესონ, ეს ასე ვთქვათ, ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება", - განაცხადა ხაინდრავამ.