ნატო-ს გენერალურმა მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ქმედებებს.
"ნატო და ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ჩვენ არ ვცნობთ ე.წ. ხელშეკრულებებს, რომლებიც ფორმდება რუსეთსა და აფხაზეთს შორის. აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ეს არის პრინციპების საკითხი, ჩვენი უსაფრთხოება უკვე მრავალი წელია, რაც ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპებს, ეს არის დადგენილი საზღვრების, ტერიტორიების, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემა. ჩვენ არ ვცნობთ და ვგმობთ ყველა მოქმედებას, რომელიც დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული“,-განაცხადა სტოლტენბერგმა
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება 24 ნოემბერს გააფორმა.