„ჯავახეთში შეიძლება, „ყარაბაღის სცენარი" განმეორდეს", - თვლის აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატი, პოლიტოლოიგი რასიმ მუსაბეკოვი. „მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გეგმები მუშავდება, მათ შორის ჯავახეთის ტერიტორიაზე რუსების მიერ დატოვებული აგენტურით, ადგილობრივი სომხების სახით", - განაცხადა რასიმ მუსაბეკოვმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამხრეთ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, რომელიც სომხებითაა დასახლებული, არაერთხელ იქნა გამოვლენილი დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები. აქ საკმაოდ დიდი ხანია აშკარად შეინიშნება სეპარატიზმის განვითარების ტენდენცია.
აზერბაიჯანელი დეპუტატი ვარაუდობს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები, სამართალდამცველი ორგანოები და პოლიტიკური სტრუქტურები სათანადოდ აფასებენ სამცხე-ჯავახეთიდან მომდინარე საფრთხეს: „ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა, ამგვარი განწყობებისა და მოქმედების პროფილაქტიკა მოახდინონ", - აღნიშნა რასიმ მუსაბეკოვმა სააგენტოს ჟურნალისტთან საუბარში.
http://www.newsazerbaijan.ru/politic/20141201/301300480.html