დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ჩასვლა შესაძლოა ცოტა დაგვინებულია, მაგრამ ძალიან სწორი დროა შერჩეული.
"ამ ქარტეხილების ფონზე უკრაინის ახალი მთავრობის ფორმირება მიდის და პოზიტიური აქტიურობისთვის უკრაინის მთავრობას მეტი შესაძლებლობა მიეცემა. ამიტომ, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უკრაინასთან ურთიერთობის ორიენტირები ზუსტად უნდა განვსაზღვროთ და დავაფიქსიროთ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი", - განუცხადა ჟურნალისტებს ფოფხაძემ.
კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს საქართველოს მთავრობაზე უკრაინის მთავრობის შემადგენლობაში საქართველოს ყოფილი პირველი პირების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ყოფნა, ფოფხაძემ განაცხადა, რომ "რაღაც დონეზე ეს ჩვენს ურთიერთობას გაართულებს".
"თუ ჩვენს პრემიერს იქ ასეთი რეალობა დახვდება, უკრაინა მეცოდება. ასეთ შემთხვევაში უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა იმიტომ კი ვერ შედგება, ეს ადამიანები იქნებიან იქ, უბრალოდ უკრაინას არ ექნება იმის რესურსი, ვინმეს რაიმე პარტნიორობა და დახმარება გაუწიოს. ამ ადამიანების რჩევების გათვალისწინებას არავის არ ვურჩევ", - აცხადებს ფოფხაძე.