თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომელმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მეზობლების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა და იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე უკვე იმყოფება "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი, რომელიც მომხდარის დეტალებს არკვევს.