უკრაინა სულ უფრო და უფრო იძირება კრიზისის წყვდიადში

უკრაინა სულ უფრო და უფრო იძირება კრიზისის წყვდიადში

„უკრაინა სულ უფრო და უფრო იძირება კრიზისის წყვდიადში", - განუცხადა „კვირის ქრონიკას" უკრაინის ყოფილმა ელჩმა ლატვიაში, მწერალმა რაულ ჩილაჩავამ.

მისი თქმით, უკრაინა თანდათანობით გადადის საომარ მდგომარეობაში.

„ომი რუსეთთან (და არა ანტიტერორისტული ოპერაცია), ეკონომიკის კოლაფსი, ინფლაცია, ფასების კატასტროფული ზრდა, გაუსაძლისი სოციალური ვითარება, რომელიც დღითი დღე მწვავდება, ოპტიმიზმის შანსს პრაქტიკულად არ ტოვებს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პროგრამის პირველივე პუნქტი, რაც დონბასში მშვიდობის აღდგენას ითვალისწინებდა, არათუ ჯერჯერობით ვერ შესრულდა, საერთოდაც მიუღწეველი ჩანს. ქვეყანა თანდათანობით გადადის საომარ მდგომარეობაში, რაც მართვის სრულიად ახალ პრინციპებს ითვალისწინებს. რამდენად ფლობს თანამედროვე ომის ხელოვნებას უკრაინის ახალი ხელისუფლება, სულ მალე ვნახავთ", - განაცხადა ჩილაჩავამ.