ძარცვაში ბრალდებული საქართველოს 10 მოქალაქე საფრანგეთის პოლიციამ პარიზის სხვადასხვა რაიონში დააპატიმრა.
დაკავებულებს თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით 120 ქურდობა აქვთ ჩადენილი. მოპარული ნივთების ღირებულება საერთო ჯამში 600 ათას ევროს შეადგენს.
ფრანგული მედიის ცნობით, ეს დაჯგუფება საფრანგეთის გარდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებდა, მათ შორის, შვეიცარიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. დაკავებულთაგან რამდენიმე ქურდული სამყაროს წევრია.
დაჯგუფებაში ქართველების გარდა რუსები, მოლდოველები, სომხები, უკრაინელები და ჩეჩნებიც არიან. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.