შავგულიძე სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს

შავგულიძე სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერის თქმით, აღნიშნულაზე საუბარი არასერიოზულია, რადგან ექსპრეზიდენტს ბრალი აქვს წაყენებული და იძებნება.

"არასერიოზულად მიმაჩნია ამაზე საუბარი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალდებები აქვს წარდგენილი საქართველოს სასამართლოს მიერ და ის ძებნილია, როგორც ბრალდებული. არ ვიცი, თუ უკრაინის ხელისუფლება სერიოზულად აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას, ალბათ, კომენტარს თავად გააკეთებენ",-განაცხადა შავგულიძემ

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავოს. გამოცემა "კიევპოსტის" ინფორმაციით, კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო, ხელისუფლება მთავრობაში სამუშაოდ უცხოელი სპეციალისტების მიწვევას გეგმავს.