საბერძნეთში მკვლელობის საქმეზე ხუთი ქართველი დააკავეს

საბერძნეთში მკვლელობის საქმეზე ხუთი ქართველი დააკავეს

ბერძენმა სამართალდამცველებმა საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში, ერთ-ერთი ტავერნას მეპატრონის, 58 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 5 ქართველი, მათ შორის, 4 კაცი და 1 ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ტავერნაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, დანარჩენ ეჭვმიტანილებს შეატყობინა, რომ ტავერნას მეპატრონეს სახლში, სეიფში დიდი რაოდენობის თანხა ჰქონდა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ჯერ დააბეს, შემდეგ კი სასიკვდილოს სცემეს ტავერნას მეპატრონე მას შემდეგ, რაც მან სეიფის კოდის გაცემაზე უარი განაცხადა.