სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონში რაღაც პერიოდის შემდეგ, ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.
„ჩვენი პოზიცია ცნობილია და თავიდანვე ვამბობდი, რომ შსს-ს გასაღები არ უნდა ჰქონოდა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზედ, რომ სისტემა უნდა შეცვლილიყო. სამწუხაროდ, დღევანდელი მონაცემები მეტ-ნაკლები ცვლილებით კვლავ არის იგივე შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ კეთილი პოლიციელის იმედზე, არამედ იყოს კონკრეტული ცვლილება კანბონმდებლობაში, რომელიც მომავალში უკანონო მისმენებისგან დაგვიცავს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტმა კანონი 30 ნოემბერს მიიღო.