NATO არავის არავითარ გარანტიას არ მისცემს ალიანსში საქართველოსა და უკრაინის არგაწევრიანებაზე

NATO არავის არავითარ გარანტიას არ მისცემს ალიანსში საქართველოსა და უკრაინის არგაწევრიანებაზე

დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ (2-3 დეკემბერი),  განაცხადა, რომ ალიანსი არავის არავითარ გარანტიას არ მისცემს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში არგაწევრიანების თაობაზე. „საქმე ეხება ყოველი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, თვითონ ამოირჩიოს, რომელი სამხედრო გაერთიანების წევრი გახდეს", - ხაზი გაუსვა მან.

იენს სტოლტენბერგის თქმით, იმ სახელმწიფოს, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის, ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ ვეტოს უფლება არ აქვს. „ჩემი მთავარი სიგნალია, რომ განზრახული გვაქვს, პატივი ვცეთ უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას ამ საკითხზე", - ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელმა.

http://itar-tass.com/mezhdunarodnaya-panorama/1613697