„გაუგებარია, რატომ უნდა იყოს აცილებული ლაფანყურის ოპერაციის საქმე კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან“

„გაუგებარია, რატომ უნდა იყოს აცილებული ლაფანყურის ოპერაციის საქმე კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან“

პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვალერი ბორცვაძის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე იღებს.

ამ თემასთან დაკავშირებით, ბორცვაძემ „თბილისი მარიოტში“ ისაუბრა, სადაც ის სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

„ანგარიშს პროკურატურა გაეცნობა და თუ მასში რაიმე ფაქტობრივი გარემოებები აღმოჩნდება, ის საქმეზე აუცილებლად დამაგრდება შესაბამისი საპროცესო წესით“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი საბჭოს განცხადებას, რომ საქმეს დღემდე კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს და ის პროკურატურას არ გადასცემია, პროკურატურის წარმომადგენლისთვის არგუმენტები გაუგებარია.

„ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს ზედამხედველი პროკურორი. ეს არის მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის გადასაწყვეტი. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად წერილობით მიმართეთ მათ. რაც შეეხება არგუმენტაციას, რატომ უნდა იყოს აცილებული ეს საქმე კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, ჩემთვის გარკვეულწილად დაურკვეველი და გაუგებარია“, - განაცხადა ბორცვაძემ.